5 საუკეთესო პოდკასტი მათთვის, ვისაც პოდკასტები საერთოდ არ უყვარს

ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი საინტერესო პოდკასტი კეთდება. ჩვენ კი ბევრ ინფორმაციას და ცოდნას ვიძენთ ამ გზით, თუმცა არსებობენ ისინი, ვინც პოდკასტების მოსმენა ვერაფრით შეიყვარეს (არც ესაა აუცილებელი!). 

რეალურად, პოდკასტების მოსმენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა კარანტინის დროს. ბევრი სხვადასხვა საქმის კეთებისას ხელს არაფერში შეგიშლით და საინტერესოსაც გახდის თქვენს დღიურ აქტივობებს. 

დღეს შემოგთავაზებთ 5 საუკეთესო პოდკასტი მათთვის, ვისაც პოდკასტები საერთოდ არ უყვარს!

Song Exploder

Song Exploder უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც პოდკასტებს ქმნის. შესაბამისად, მათ ამ საქმეშიც დიდი გამოცდილება აქვთ. მუსიკა და ხელოვნება თუ გიყვართ, ეს პოდკასტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. 

Dolly Parton’s America

Radiolab-ის შემქმნელი ჯედ აბუმრადი ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას გთავაზობთ სახელწოდებით Dolly Parton’s America. 

Modern Love

ურთიერთობები, ტკივილი, სიყვარული, სევდა, განშორება, ერთი ნახვით შეყვარება, ოჯახი და ყველაფერი ის, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

Modern Love მოთხობები თუ პოდკასტები ნამდვილად შეგაყვარებთ თავს. 

Staying In with Emily & Kumail

პანდემიის დროს ამაზე უკეთესს რას მოუსმენთ?! ეს არის პოდკასტი მათთვის, ვინც ამ უცნაურ დროს განსატვირთს ეძებს. მოუსმინეთ და შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ!

Sleepwalkers

თუ გაინტერესებთ, როგორ ქმნის და ძერწავს სამყაროს ხელოვნური ინტელექტი, თან  ტექნოლოგიური სიახლეებიც გიზიდავთ, ეს პოდკასტი ზუსტად რომ თქვენთვისაა.