მსახიობ ბრიჯიტ ბარდოს რასისტული გამონათქვამების გამო უჩივლეს

ცნობილ ფრანგ მსახიობ ბრიჯიტ ბარდოს რასისტული გამონათქვამების გამო უჩივლეს. ის ამ გამონათქვამების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

საქმეს ქალაქ სენ-დენის პროკურორი იძიებს.

Screen siren Brigitte Bardot turns 80

როგორც ირკვევა, ფრანგმა მსახიობმა კუნძულ რეუნიონის პრეფექტს წერილი მისწერა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაგვარებული ველურები უწოდა. ბარდო მცხოვრებლებს ცხოველებისადმი ბარბაროსულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.