სარა სილვერმანი და სეთ როგენი HBO Max-ის ახალ ანიმაციურ სერიალში ითამაშებენ

მსახიობები სარა სილვერმანი და სეთ როგენი HBO Max-ის ახალ საშობაო თემაზე გადაღებულ ანიმაციურ სერიალში, სახელად „Santa. Inc” ითამაშებენ.

ანიმაციური სერიალი ზრდასრული საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი და რვა კომედიურ ეპიზოდისგან შედგება. სილვერმანს და როგენს ანიმაციურ პროექტზე უკვე უმუშავიათ, მაგალითად ისეთ სერიალებზე, როგორებიცაა “The Simpsons” და”Futurama” და Disney-ს ანიმაციურ ფილმზე “Wreck-It Ralph”.

ახალი ანიმაციური სერიალი სანტა კლაუსის ყველაზე წარმატებული ელფის, ქენდი სმალსის შესახებ მოგვითხრობს, მის როლს სილვერმანი ასრულებს. როდესაც სანტას Amazon-თან პრობლემები გაუჩნდება, ქენდის მიეცემა შანსი აისრულოს ოცნება და სანტას ადგილი დაიკავოს.