ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი ბობ კრეიგერი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იტალიელი პორტრეტების ფოტოგრაფი, ბობ კრეიგერი 84 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი სანტო დომინგოში, შვებულებაში იმყოფებოდა და კორონავირუსის შედეგად დაწესებული აკრძალვების გამო, იძულებული იყო სამშობლოში დაბრუნება გადაედო.

კარიერის განმავლობაში, ფოტოგრაფმა იტალიური და საერთაშორისო მოდის, პოლიტიკისა და შოუ-ბიზნესის უმნიშვნელოვანესი პიროვნებების პორტრეტები შექმნა.

იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ გაზეთებთან, როგორებიცაა „ნიუ-იორკ თაიმსი“ და „ვოგი“. მისი უკანასკნელი გამოფენა მილანში გასულ გაზაფხულზე გაიმართა, სადაც ფოტოგრაფის 60,70,80,90-იანი წლების პირადი კოლექცია იყო წარმოდგენილი, მათ შორის დიდი იტალიური ბრენდების სარეკლამო კამპანიები.