Facebook-ისა და Google-ის თანამშრომლების უმეტესობა 2021 წლამდე სახლებიდან იმუშავებს

კომპანია Facebook-ისა და Google-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი თანამშრომლების უმეტესობა 2021 წლამდე სახლებიდან იმუშავებს.

თავდაპირველად, Google ოფისების გახსნას 2020 წლის ივნისიდან გეგმავდა, მაგრამ პანდემიის გამო, თარიღმა გადაიწია. ახალი წესის თანახმად, ის თანამშრომლები, რომელთაც სამუშაოს შესასრულებლად აუცილებლად საოფისე სივრცე სჭირდებათ, რაც თანამშრომლების 10-15%-ს შეადგენს, ოფისში დაბრუნებას ივლისიდან შეძლებენ.

Google-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, ოფისში დაბრუნებული ყველა თანამშრომლისთვის გაზრდილი იქნება უსაფრთხოების ნორმები.

სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე ისაუბრა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა. მისი თქმით, კომპანია ოფისების გახსნას 6 ივლისიდან გეგმავს, თუმცა ოფისიდან მუშაობა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.