Simone Rocha & Moncler-მა ფელინის ფილმებით შთაგონებული კოლექცია წარადგინეს

ცნობილმა მოდის სახლებმა Simone Rocha და Moncler საერთო კოლექცია წარადგინეს. კოლექცია შთაგონებულია იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ფილმებით.

ფელინის ფილმები ცნობილია გამორჩეული სტილით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფენტეზისა და ბაროკოს შერწყმა. მოდის სახლების ახალი კოლექცია სწორედ ამ სტილების და ოდნავი ჰორორის ერთგვარი ნაზავია.

კოლექციის სარეკლამო კამპანიის ვიდეო პეტრა კოლინზმა გადაიღო.

ახალ კოლექციაში წარმოდგენილია ვინილის ქურთუკები, ყვავილოვანი ნაჭრები, ჰაეროვანი კაბები და კრისტალებით მოქარგული ჰუდები.