ამინდის პროგნოზი დევიდ ლინჩისგან

სიურრეალისტური ფილმებით ცნობილი კინორეჟისორი დეივიდ ლინჩი კარანტინის პერიოდში ფილმებზე ვეღარ მუშაობს, თუმცა როგორც ჩანს თავისუფალი დროის განმავლობაში ის ყურადღებით ადევნებს თვალს ამინდს.

დევიდ ლინჩი 2000-იან წლებშიც იღებდა გასართობ ამინდის პროგნოზის ვიდეოებს და 10 წლის შემდეგ მან გადაწყვიტა დაუბრუნდეს „სინოპტიკოსურ საქმიანობას“. ლინჩმა Youtube-ზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც 2020 წლის 11 მაისის ამინდის პროგნოზს აკეთებს ლოს-ანჯელესისთვის.

რეჟისორი მოღრუბლული ამინდის მიუხედავად აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი მალე გადაივლის“ და მზიან ამინდს პროგნოზირებს. ამიტომ გაურკვეველია ლინჩი უბრალოდ ხალისობს, თუ ასეთი ხერხით ცდილობს ხალხს ამ რთულ პერიოდში პოზიტიური მესიჯი გადასცეს. ვიდეოს ბოლოში კი ის „კარგ დღეს“ გვისურვებს.