ნახეთ ქართული ფილმები ონლაინ

2020 წლის მარტის დასაწყისში სტრასბურგის კინოთეატრ “Odyssée”-ში ქართული ფილმების კვირეული მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა საქართველოს მიერ წარმოებული თანამედროვე ფილმები, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური ჟანრის. Covid-19 პანდემიის გამო დაწესდა შესაბამისი ცვლილებები, რაც შეეხო დაგეგმილ კინოჩვენებებს. თუმცა, ქართული კინოხელოვნების მიმართ გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით, ფართო აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა 9-15 მაისის პერიოდში, ონლაინ რეჟიმში იხილოს ქართული ფილმების კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები. ფილმების სანახავად წარმოდგენილია სპეციალური პაროლები, რომელთა გამოყენებითაც მათ ნახვას შეძლებთ.

„ოქროს ძაფი“ (2019) რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე

ბმულიპაროლი: 2022

ელენე 80 წლის მწერალია, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი იძულებულია დრო სახლში გაატაროს. მისი კომფორტი ირღვევა როდესაც მისი დედამთილი მირანდა (ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი, რომელიც ერთ დროს ელენეს წიგნებს კრძალავდა) ბინაში გადადის საცხოვრებლად. ელენე მოულოდნელ ზარს იღებს ძველი სიყვარულისგან, არჩილისგან.

„ნამე“ (2017) რეჟისორი: ზაზა ხალვაში

ბმული | პაროლი: zazasul5776

ფილმის მთავარი პერსონაჟი ნამეა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ცხოვრობს. ფილმის სიუჟეტი სამკურნალო თვისებების მქონე თევზის გარშემო ვითარდება, რომელიც ამ თვისებებს მას შემდეგ კარგავს, რაც სოფელში კაშხლის შენებას დაიწყებენ.

„კრედიტის ლიმიტი“ (2014) რეჟისორი: ნუცა ალექსი-მესხიშვილი

ბმული | პაროლი: 227679

ახალგაზრდა ქალი ყველანაირად ცდილობს ცხოვრებას ფეხი აუწყოს, თუმცა მუდმივი პრობლემების გამო ის პროცენტიან ვალებს იღებს, რაც მალე დიდ პრობლემებში გადაიზრდება.

„აღლუმი“ (2018) რეჟისორი: ნინო ჟვანია

ბმული | პაროლი: 2018

სამი ბავშვობის მეგობარი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს – ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალი, ქუჩის მხატვარი და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობი.

„მოირა“ (2015) რეჟისორი: ლევან თუთბერიძე

ბმული | პაროლი: janoizoria
მამუკა ციხიდან გამოდის და ცდილობს ძმასა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ მამას მოუაროს.

„შემთხვევითი პაემნები“ (2013) რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი

ბმული | პაროლი: sandro

ფილმი უცოლო მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს. შემთხვევითი პაემანი გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ისტორიაში გადაიზრდება.

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ (2019) რეჟისორი: დიტო ცინცაძე

ბმული | პაროლი: cinetech

პოსტსაბჭოთა საქართველოში, ირინა, 43 წლის ექიმი ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახლში ბრუნდება. იმისათვის, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ირინამ უნდა მოიპოვოს ნდობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მას უღალატა.

„დაისის მიზიდულობა“ (2016) რეჟისორი: სალომე ჯაში

ბმული | პაროლი: dazzling

დოკუმენტური ფილმში ერთადერთი ადგილობრივი ჟურნალისტი საქართველოს პატარა ქალაქში, ცდილობს გამოიკვლიოს საზოგადოების ფსევდო-ეთნოგრაფიული პორტრეტი და მისი ტრადიციები.

„მზის ქალაქი“ (2017) რეჟისორი: რატი ონელი

ბმული | პაროლი: privatescreener001

დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილი ამბავი ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობს, მთავარი გმირები კი თავად ქალაქი და მისი მაცხოვრებლები არიან.