ოსკარ უაილდის „ქანთერვილის მოჩვენების“ მიხედვით გადაღებულ ანიმაციურ ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო

ინდური ანიმაციური კომპანია Toonz Media Group, Space Age Films და Sprout Pictures ოსკარ უაილდის მოთხრობის „ქანთერვილის მოჩვენების“ ადაპტაციაზე მუშაობენ.

Image Credits to CMG

1887 წელს გამოსული უცნაური და იუმორით სავსე მოთხრობა სერ საიმონ დე ქანთერვილის მოჩვენებაზეა, რომელიც ბრიტანელი ლორდის სასახლეში უკვე 300 წელია ცხოვრობს. მისი წყნარი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, როდესაც ამერიკელი ოჯახი – მინისტრი ჰაირამ ბ. ოტისი, მისი ცოლი და ოთხი შვილი სახლს დაეპატრონება. მოჩვენება ცდილობს ოჯახი შეაშინოს, თუმცა ეს არ გამოსდის და ამის მაგივრად თინეიჯერ გოგონასთან მჭიდრო კავშირს ამყარებს.

ანიმაციური ფილმის რეჟისორი Kim Burdon იქნება. პერსონაჟებს ჰიუ ლორის და სტივენ ფრაის ცნობილი დუო გაახმოვანებს. მათ შეუერთდებიან ფრედი ჰაიმორი, იმელდა სტონტონი, მირანდა ჰარტი და ტობი ჯოუნსი.

აღსანიშნავია, რომ 1944 წელს „ქანთერვილების მოჩვენების“ მიხედვით ჯულს დასენმა კომედიური ჟანრის ფილმი გადაიღო, რომელიც შემდეგ სერიალადაც აქციეს.

ანიმაციურ ფილმზე მუშაობა, როგორც ანიმაციების გაყიდვების კომპანიის CMG-ის პრეზიდენტი აცხადებს, 2021 წელს დასრულდება.

„Toonz-ს ანიმაციურ ფილმებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ საინტერესო პროექტს ასობით ინდოელ ანიმატორთან ერთად შევეჭიდებით, ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის დახმარებით,“ – ამბობს Toonz Media Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.