როგორ ატარებენ დროს თვითიზოლაციაში ენტონი ჰოპკინსი, სილვესტერ სტალონე და ჯიმ ქერი

პანდემიით გამოწვეული სოციალური დისტანცირება ჯერ კიდევ ძალაში რჩება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ზოგიერთი ცნობილი ადამიანი სოციალურ ქსელებში ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორ ატარებს დროს იზოლაციაში. რამდენიმე ცნობილმა მოღვაწემ – მათ შორის, ენტონი ჰოპკინსმა და სილვესტერ სტალონემ – ენტონი ჰოპკინსმა, სილვესტერ სტალონემ და სხვებმა, გულშემატკივრებს გაუზიარეს ინფორმაცია თვითიზოლაციაზე.

ენტონი ჰოპკინსი

აპლიკაცია Tik-Tok-ის მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. აპლიკაციის მომხმარებელი გახდა მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი სერ ენტონი ჰოპკინსიც. Tik-Tok-ის მეშვეობით გადაღებული ვიდეო ჰოპკინსმა საკუთარ ინსტაგრამზეც გააზიარა. ვიდეოში იგი დრეიკის სიმღერაზე ცეკვავს. მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერი და სილვესტერ სტალონეც გამოიწვია მსგავსი ვიდეოს გადაღებისთვის.

სილვესტერ სტალონე
View this post on Instagram

Inferno… @stalloneartwork

A post shared by Sly Stallone (@officialslystallone) on

მართალია სილვესტერ სტალონემ ჯერ არ მიიღო ჰოპკინსის გამოწვევა, თუმცა სოციალურ ქსელებზე ისიც აქტიურობს. მსახიობი ინსტაგრამს საკუთარი ნამუშევრების გასაზიარებლად იყენებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ბოლო ნამუშევარს მან “Inferno” უწოდა. მას ასევე შექმნილი აქვს ცალკე გვერდი ინსტაგრამზე სახელად stalloneartwork, რომელსაც მხოლოდ ნამუშევრების გასაზიარებლად იყენებს.

ჯიმ ქერი

ჯიმ ქერი არამარტო ნიჭიერი მსახიობია, არამედ გამორჩეული სკულპტორი და მხატვარი. სოციალური დისტანცირების პერიოდში მსახიობმა Twitter-ზე ახალი ნამუშევრების გამოქვეყნება დაიწყო. ბოლო ნამუშევარზე ა.შ.შ.-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გამოსახული.