American Horror Story-ის სპინოფი დაანონსდა

ამერიკული საშინელებათა ისტორია (American Horror Story) საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალია , რომელიც 2011 წელს „მკვლელი სახლის“ ისტორიით დაწყებული უკვე 9 სეზონია მაყურებლებს ახალ შემზარავ ამბებს სთავაზობს.

სულ ცოტა ხნის წინ კი სერიალის პროდიუსერმა რაიან მერფიმ, რომელიც ასევე სერიალ “კლუბის“(Glee) გადაღებებზე მუშაობისთვისაა ცნობილი, ამერიკული საშინელებათა ისტორიის სპინოფი დაანონსა. ამის შესახებ მან თავისი ინსტაგრამ გვერდის საშუალებით განაცხადა, სადაც ჩანს რომ ის სპინოფის შესახებ სერიალის ძველ სამსახიობო შემადგენლობას ესაუბრა.

სპინოფს „ამერიკული საშინელებათა ისტორიები“ ერქმევა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია მაგრამ დიდი ალბათობით ყოველი „ერთსაათიანი“ სერია ინდივიდუალურ ისტორიას გვიამბობს და როგორც Zoom-ის შეხვედრიდან ჩანს სპინოფში ბევრი მთავარი შოუდან ნაცნობი მსახიობი გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ამავდროულად სერიალის მე-10 სეზონის ეკრანზე გაშვება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება და როგორც ცნობილია სერიალის ძველი სეზონების მსახიობებს სარა პოლსონს და ივან პიტერს, „მარტო სახლშის“ მსახიობი მაკოლეი კალკინსი შეუერთდება. გარდა ამისა, უკვე დამტკიცდა მომავალი 3 სეზონის გადაღებაც.