საშუალოდ, ლონდონში მცხოვრებ ადამიანს კამერა დღეში 300-ჯერ მაინც აფიქსირებს და ეს რიცხვი მომავალ ხუთ წელში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კამერების დაყენება სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. Northwestern University-ის, MIT-ის და IBM-ის მკვლევარებმა შექმნეს მაისური, რომელიც სახის ამომცნობი ტექნოლოგიებისთვის უჩინრად გაქცევს.

მაისურზე ფერადი პიქსელებით სხვადასხვა ფორმებია დახატული ისე, რომ ისინი ხელს უშლიან სახის ამომცნობ ალგორითმებს სახის ნაკვთების დასკანირებაში.
როგორც Northwestern-ის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის ასისტენტმა პროფესორმა Xue Lin-მა აღნიშნა Wired-თან საუბრისას, ეს ტანსაცმელი იმ ნერვულ ქსელებზე ახდენს ზემოქმედებას, რომლებიც საგნის დეტექტირებისთვის გამოიყენება. მისი დახმარებით კამერის მიერ სახის დაფიქსირების შანსი 63%-ით მცირდება, მაგრამ ის ჯერ-ჯერობით უნაკლო არ არის და დახვეწას საჭიროებს.