Twitter-ის თანამშრომლებს შეუძლიათ სამუდამოდ სახლიდან იმუშაონ

ხუთშაბათს Twitter-ის CEO-მ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ შეუძლიათ სამუდამოდ სახლიდან იმუშაონ. ჯეკ დორსის თქმით, Twitter-ში დასაქმებულებს მანამ შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა, სანამ ამის სურვილი ექნებათ.

“ოფისების გახსნა ჩვენზეა დამოკიდებული” განაცხადეს კომპანიაში. მათი თქმით, თუ თანამშრომლები ოფისში დაბრუნებას ისურვებენ, მათთვის იქ ადგილი აუცილებლად იქნება, მაგრამ თუ სახლიდან გადაწყვეტენ მუშაობას, ეს კომპანიისთვის არ წარმოადგენს პრობლემას.