სიმღერა Under Pressure ჯიმი ფელონის შოუში სამზარეულოს ინვენტარით შეასრულეს

ჯიმი ფელონის შოუში 1982 წელს გამოსული, Queen-ისა და დევიდ ბოუვის პოპულარული კომპოზიცია Under Pressure სამზარეულოს ინვენტარით შეასრულეს.

ჯიმი ფელონმა ვოკალისტის პარტია თავად შეასრულა პოპ ბენდის Panic! at the Disco ფრონტმენ ბრენდონ ურისთან ერთად, ხოლო პერფორმანსი მუსიკალურად ჯგუფმა The Roots გააფორმა.

ბენდის წევრებმა მუსიკალური გაფორმებისას ისეთი ნივთები გამოიყენეს, როგორიცაა: ტოსტერი, ბოთლები, ქვაბები და სხვა.