VOGUE დავით აფაქიძის The Last Tarot-ის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ჟურნალმა VOGUE-მა ქართველი ხელოვანის – დავით აფაქიძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. 

დავით აფაქიძე ტაროს კარტებს სრულიად განსხვავებული კონცეფციით ქმნის პროექტის The Last Tarot ფარგლებში.

“აფაქიძეს ინტერესი ტაროს კარტების მიმართ ჯერ კიდე მცირე ასაკში გაუჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა ეს მისთვის აკრძალული პრაქტიკა იყო. როდესაც სახლიდან წამოვიდა, ტაროს კარტების შესწავლა დაიწყო, ახლა კი მეგობართან ერთად გაკვეთილებსაც ატარებს. როგორც ის აღნიშნავს, ტარო ძირითადად ორ ენერგიად იყოფა – ქალისა და კაცის ენერგიებად. The Last Tarot-ის შემთხვევაში ის იმედოვნებს, ამ ბინარულ მიდგომას გამოწვევის წინაშე დააყენბს.” – წერს VOGUE.