ამერიკული კინო-აკადემია 96 ორგანიზაციისათვის 2.5 მილიონ დოლარს გამოყოფს

კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ ის ორგანიზაციები დაასახელა, რომლებიც 2020 წელს აკადემიისგან გრანტს მიიღებენ.

გრანტის რაოდენობა $2.5 მილიონს შეადგენს და 96 ორგანიზაციაზე გადანაწილდება. აღნიშნული გრანტის მიზანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაა.

Photo Credits to David Livingston / Getty Images

„აკადემიის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს კინოინდუსტრიაში მათი დახმარება, ვისაც გლობალურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ ვცდილობთ, წავახალისოთ სხვადასხვა ორგანიზაცია, რათა განაგრძონ ამბების თხრობა და უფრო მეტად შეუწყონ ხელი კინოს გამდიდრებას.“ – განაცხადა აკადემიის ხელმძღვანელმა ნენსი იუტლიმ.