მიუზიკლ „ჰამილტონის“ ფილმის ნახვა 3 ივლისიდან იქნება შესაძლებელი

Disney-მ ახლახან განაცხადა, რომ ცნობილი ჰიპ-ჰოპ მიუზიკლ „ჰამილტონის“ ფილმი ერთი წლით ადრე გამოვა. „ჰამილტონის“ ჩანაწერის გავრცელება 2021 წლის ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მის ნახვას მაყურებელი 2020 წლის 3 ივლისიდან Disney+-ზე შეძლებს.

ფილმში ბროდვეის 2016 წლის შოუებია ჩაწერილი, რომელიც ნიუ იორკში, რიჩარდ როჯერსის თეატრში დაიდგა და მასში ორიგინალი ბროდვეის ქასთი მონაწილეობს. ჩანაწერი ცოცხალი თეატრის და ფილმის ელემენტებს აერთიანებს.

„მოხარულები ვართ, რომ ამ ფენომენალურ მიუზიკლს Disney+-ზე თავისუფლების დღის საღამოს განვათავსებთ… მადლობას ვუხდით შესანიშნავ ლინ-მანუელ მირანდას და მის გუნდს, რომ მოგვცეს ნება ეს დაგეგმილზე ერთი წლით ადრე გაგვეკეთებინა.“ ამბობს ბობ იგერი, დისნეის თავმჯდომარე.