რობერტ დაუნი უმცროსი სერიალზე „Sweet Tooth“ მუშაობს

რობერტ დაუნი უმცროსმა ახლახან განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი კომპანია Team Downey-ის სახელით ახალ სერიალზე მუშაობენ. ტორონტოელი ჯეფ ლემირის კომიქსის „Sweet Tooth“-ის მიხედვით გადაღებული სერიალი ნეთფლიქსზე გამოვა და მასში სულ 8 ეპიზოდი იქნება.

კომიქსი „Sweet Tooth“-ის გამოქვეყნება DC-მ 2009 წელს დაიწყო. მისი მთავარი მოქმედი პირი გუსია, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად ირემია. ბიჭუნა იზოლაციაში გაიზარდა, თუმცა ერთ დღეს სახლიდან მიდის და იგებს, რომ მთელი ამერიკა აპოკალიფსური, ცარიელი ადგილია. ის ადამიანების და სხვა ჰიბრიდი არსებების ჯგუფს უერთდება და ცდილობს გაარკვიოს თუ რა მოხდა დედამიწაზე.

სერიალში მონაწილეობას ქრისტიან კონვერი, უილ ფორტე, ნონსო ანოზი და ადილ ახტარი მიიღებენ, ხოლო მთხრობელის როლს ჯეიმს ბროლინი მოირგებს. სცენარისტები ჯიმ მიკლი და ბეთ შვარცი იქნებიან.

ჯეფ ლემირი Eisner Award-ის მფლობელი და New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი კარიკატურისტია. მის ნამუშევრებს შორისაა გრაფიკული ნოველები Frogcatchers, Roughneck, Essex County და The Underwater Welder.