სოფია კოპოლა კომპანიისთვის Apple TV+ სერიალს გადაიღებს

Photo via Getty Images

რეჟისორი სოფია კოპოლა კომპანიისთვის Apple TV+ ედით უორტონის რომანზე „The Custom Of The Country“ დაფუძნებულ მინი სერიალს გადაიღებს. სერიალის მთავარი გმირი უინდა სპრაგია, რომელიც ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად გადავა საცხოვრებლად. უინდა ყველანაირად ცდილობს ნიუ-იორკის საზოგადოებაში სტატუსი მოიპოვოს. როგორც სოფია კოპოლამ განაცხადა, უინდა სპრაგი მისი ერთ-ერთი საყვარელი ანტიგმირია და მოხარულია, რომ მისი ეკრანზე გადმოცემის შანსი მიეცა.