ჩინეთში არქიტექტურული ნაგებობების კოპირება აიკრძალა

ჩინეთის დამოკიდებულება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მიმართ დიდი ხანია მსოფლიოში აქტუალურ პრობლემად განიხილება. სწორედ ჩინეთის მიერ აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების აქტიური მიტაცება გახდა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი.

ჩინელების გულგრილობა სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მიმართ გარკვეულწილად ჩანს მათ არქიტექტურაშიც. ჩინეთში უაღრესად პოპულარულია ეგრეთ წოდებული Copycat Architecture ანუ უკვე არსებული არქიტექტურული ნაგებობების კოპირების ფენომენი.

ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც კრძალავს უკვე არსებული არქიტექტურული ნაგებობების „პლაგიატს, იმიტირებასა და კოპირებას“. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში უცხოური ნაგებობების კოპირებასთან ერთად უკვე არსებული ჩინური ნაგებობების კოპირებაც ხდებოდა. განცხადებაში ნათქვამია რომ აკრძალვის მთავარი მიზანი ადგილობრივი არქიტექტურული ხელოვნების განვითარებაა. „შენობები ქალაქის კულტურას უნდა ასახავდეს და დიდი, უცნაური, უცხოური ნაგებობების მშენებლობა უნდა შეიზღუდოს“ – აცხადებს ჩინეთის მთავრობა.

ამასობაში კი ჩინელებს აქვთ საკუთრი ეიფელის კოშკი, კრემლი, ცხვირმოტეხილი სფინქსი, სიდნეის ოპერა, უამრავი თეთრი სახლი და ბევრი სხვა, მსოფლიოში ცნობილი ნაგებობა.

ეიფელის კოშკის რეპლიკა ქალაქ ტიანდუჩენგში, ჩინეთი. Photo by REUTERS

Photo by Thenanfang

ჩინელი არქიტექტორები მთლიანი ისტორიული დასახლებების არქიტექტურის კოპირებასაც კი არ ერიდებოდნენ. მაგალითად, ჩინეთში არსებობს ქალაქი, რომელიც ცნობილი ავსტრიული ალპური ქალაქის, ჰალშტატის თითქმის ზუსტი რეპლიკაა.

ჰალშტატი, ქალაქი ხუეიჩჯოუ, ჩინეთი. Photo by Tyrone Siu