2020 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალე ონლაინ ჩატარდება

Covid-19 პანდემიის გამო თბილისის არქიტექტურის ბიენალე ონლაინ რეჟიმში, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ბიენალეს წარმომადგენლების განცხადებით, ღონისძიების ონლაინ ფორმატში ჩატარება უზრუნველყოფს ბიენალეს საქმიანობა თბილისში შერჩეულ თავდაპირველ ჩატარების ადგილს გასცდეს და მსოფლიოს გარშემო დაინტერესებული პირები გააერთიანოს.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე არის არქიტექტურული ღონისძიება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყოველი ბიენალე ახალ თემებს მოიცავს.