Call Me By Your Name-სა და I Am Love-ის რეჟისორი ლუკა გუადანინო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დრამის, Scarface-ის მიხედვით ახალ ფილმს გადაიღებს.
რეჟისორი ახალ ფილმს Universal Pictures-სთვის გადაიღებს, მის სცენარზე კი რეჟისორები ძმები კოენები იმუშავებენ.
ამ ფილმთან ერთად იტალიელი რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ფილმის Call Me by Your Name-ის გაგრძელებასა და HBO-ს ახალ სერიალზე We Are Who We Are მუშაობს.