Amazon-ის დამფუძნებელი უკვე არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი. თუ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ქონება იმავე დინამიკით გაიზრდება, 2026 წლისთვის ჯეფ ბეზოსი შესაძლოა ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს.
Forbes-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ბეზოსის ქონება 144 მილიარდი დოლარია.
ტრილიონერობის ყველაზე დიდი შანსი ბეზოსის შემდეგ ჩინელ დეველოპერ ცზიუ ციაინს აქვს, ხოლო ჩინური Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ტრილიონერი შესაძლოა 2030 წელს გახდეს.