ბილი აილიშმა და ტაკაში მურაკამიმ ერთობლივი კოლექცია შექმნეს

ამერიკელმა მუსიკოსმა ბილი აილიშმა და იაპონელმა მხატვარმა ტაკაში მურაკამიმ ბრენდისთვის Uniqlo ერთობლივი კოლექცია შექმნეს. ბრენდმა ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც გამოსახულია მურაკამის სტილში დახატული აილიშის ქანდაკება, რომელსაც ახალ კოლექციაზე მიმანიშნებელი მაისური აცვია.

აილიშს და მურაკამის ერთად ადრეც უმუშავიათ, 2019 წელს მხატვარმა მუსიკალური ვიდეო გადაიღო მომღერლის კომპოზიციისთვის „you should see me in a crown“. Uniqlo-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია კოლობორაციის Billie Eilish x Takashi Murakami x Uniqlo UT შესახებ მათ საიტზე შემდეგ კვირას გამოჩნდება.