ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაზე, აქტივისტ გრეტა ტუნბერგთან და გარემოსდამცველ ბერტა კასერესთან ერთად, ვიტალი საფაროვი დახატეს. ნახატი შეიქმნა ორგანიზაცია Justice and Peace Netherlands ინიციატივით, ჰააგის უმაღლესი სკოლის სტუდენტების მიერ და ქალაქის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ნახატის ავტორია ქუჩის მხატვრების დუეტი Karski & Beyond. როგორც ჰააგის უნივერსიტეტი წერს: „გრეტა ტუნბერგი, ბერტა კასერესი და ვიტალი საფაროვი კლიმატის, თავისუფლებისა და თანასწორობისადმი თავდადებულები არიან. ეს არის პატივისცემა სამი ადამიანისადმი, ვინც დაამტკიცა, რომ ცვლილების მიღწევა შესაძლებელია.“
17 წლის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი გარემოს დაცვისთვის იბრძვის, ბერტა კასერსკი კი წლების განმავლობაში იბრძოდა ჰონდურასის აბორიგენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, იგი 2016 წელს მოკლეს. ვიტალი საფაროვი აქტიურად იყო ჩართული რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ შექმნილ პროექტებში. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, 25 წლის ასაკში მოკლეს.