მსახიობი ტომ ჰარდი და ცნობილი სერიალი “Peaky Blinders”-ის შემქმნელი სტივენ ნაითი ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედების“ ეკრანიზაციაზე მუშაობენ.
დიკენსის 1860 წლის რომანის მიხედვით მრავალი ადაპტაცია შეიქმნა, საბოლოო იყო 2012 წლის ფილმი, სადაც მთავარ როლებს ჰელენა ბონემ კარტერი, რეიფ ფაიენსი და ჯერემი ირვინი ასრულებდნენ.

ახალი ადაპტაცია 6 ეპიზოდიანი სერიალი იქნება და მას რამდენიმე პროდიუსერი ეყოლება, მათ შორის თავად ტომ ჰარდი და რიდლი სკოტი. როგორც რეჟისორმა განაცხადა, მან აირჩია “დიდი იმედები” არა მხოლოდ ლეგენდარული პერსონაჟების გამო, არამედ იმ ისტორიის გამოც, რომელიც ნებისმიერ საუკუნეს შეესაბამება. ნაითის თქმით, მთავარი გმირის ამბავი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.