მოული სურიას ფილმში სახელად „Trigger Warning“ ჯესიკა ალბა მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ომის ვეტერანზე, რომელსაც ომის შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმა დარჩა. იგი მემკვიდრეობით ბაბუის ბარს მიიღებს და დადგება მორალური დილემის წინაშე, როდესაც ბაბუის გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს შეიტყობს.

ფილმის სცენარზე ჯოშ ოლსონმა და ჯონ ბრანკატომ იმუშავეს, ხოლო პროდიუსერი ბეზილ ივანიკია, მისი კომპანია Thunder Road ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „John Wick“ და „The Town“. „Trigger Warning“-ზე დიდ იმედებს ამყარებენ, განიხილება იმის შესაძლებლობაც, რომ ფილმს გაგრძელება ექნება.