Facebook-მა გიფების პოპულარული პლატფორმა GIPHY შეისყიდა

Facebook- მა შეისყიდა პოპულარული გიფების პლატფორმა GIPHY. Axios-ის ვებსაიტის თანახმად, გარიგებამ 400 მილიონი დოლარი შეადგინა, დანარჩენი დეტალები კი არ გახმაურებულა.

კომპანია გეგმავს გიფების უდიდესი კოლექციის ინტეგრირებას Instagram-სა და სხვა აპლიკაციებში.

GIPHY 2013 წელს შეიქმნა, პლატფორმა გიფების ატვირთვასა და გაზიარებას უზრუნველყოფს. 2016 წელს პლატფორმა 600 მილიონ დოლარად შეფასდა, ხოლო მომხმარებლების რაოდენობამ 700 მილიონს გადააჭარბა. სერვისს იყენებს სხვადასხვა აპლიკაცია API GIPHY-ს გზით.

კომპანია Facebook-ს სურს Instagram და GIPHY გააერთიანოს, რაც გიფების გაგზავნასა და გავრცელებას გაამარტივებს. Facebook გიფების პლატფორმის მომხმარებლებს ჰპირდება, რომ GIPHY-სთვის არაფერი შეიცვლება და მომხმარებლები ჩვეულებრივად შეძლებენ განაგრძონ გიფების ატვირთვა და გაზიარება.