ევროვიზია 2021 როტერდამში ჩატარდება

„ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ (EBU) დაადასტურა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021 წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. როტერდამში უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის „ევროვიზიაც“, თუმცა Covid-19 პანდემიის გამო კონკრუსი წელს გაუქმდა. 2020 წელს საქართველოს „ევროვიზიის“ კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენდა.

როგორც კონკურსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მომავალი წლის კონკურსზე იგივე სიმღერები არ დაიშვება. რაც შეეხება მომღერლებს, ქვეყნებს შეუძლიათ დატოვონ იგივე კონკურსანტები ან შეარჩიონ ახალი წარმომადგენლები. საქართველოს გადაწყვეტილებით ქვეყანას 2021 წელსაც თორნიკე ყიფიანი წარადგენს.