კურტ კობეინის გიტარის საწყისი ფასი აუქციონზე მილიონი აშშ დოლარი იქნება

ლეგენდარული ბენდის „ნირვანა“ წევრის, კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა ბევერლი-ჰილზზე, აუქციონზე გაიტანეს. Martin D-18E მოდელის გიტარის საწყისი ფასი მილიონი აშშ დოლარია. როგორც აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, ეს ნივთი ყველაზე ძვირადღირებული გიტარა იქნება მათ აუქციონზე. მათ მიერ ყველაზე მაღალ ფასად გაყიდული გიტარა აქამდე Pink Floyd-ის გიტარისტ დევიდ გილმორის ინსტრუმენტი იყო, რომელიც 1,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Photo from MTV Unplugged in New York

„მართალია კობეინი კონცერტებზე სხვადასხვა გიტარით გამოდიოდა, თუმცა კონცერტების ყველაზე ცნობილი ჩანაწერი MTV Unplugged-ის 1993 წელს ჩატარებული კონცერტია. 14 სიმღერა და მხოლოდ ერთი დუბლი შესვენების გარეშე. ეს ნამდვილად ისტორიული გიტარაა“ – განაცხადა „Julien’s Auctions“-ის დირექტორმა, მარტინ ნოლანმა.