რუიჩი საკამოტო საკონცერტო ფილმს „Playing the Piano for the Isolated“ ავრცელებს

ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორი და Yellow Magic Orchestra-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი რუიჩი საკამოტო საკონცერტო ფილმ „Playing the Piano for the Isolated”-ს ავრცელებს და კარანტინში მყოფ მსმენელს საშუალებას აძლევს ეს „ცოცხალი“ შესრულება თავიანთ სახლებში იხილონ.

კომპოზიტორმა, რომელსაც Call Me By Your Name-ს რამდენიმე საუნდტრეკი ეკუთვნის, პერფორმანსი 2020 წლის 2 აპრილს ჩაწერა. მუსიკოსები ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობდნენ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო ჰიდეჯირო ჰონჯომაც, რომელმაც სიამისენზე, იაპონურ მუსიკალურ საკრავზე დაუკრა. ლაივში შეგიძლიათ მისი და საკამოტოს იმპროვიზაციაც ნახოთ.