კორონავირუსის გავრცელებამდე არქიტექტურის მე-17 საერთაშორისო გამოფენის გახსნა 23 მაისს იყო ჩანიშნული. განვითარებული მოვლენების შემდგომ კი იგი 29 აგვისტომდე გადაიდო. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ გამოფენა კვლავ გადაიდო, ამჯერად, 2021 წლის 22 მაისამდე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოფენა ექვს თვეს გაგრძელდება და 2021 წლის 21 ნოემბრამდე გასტანს.

ღონისძიების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციამ პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო მიიღო. ამასთანავე, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ კარანტინის პირობებმა შეუძლებელი გახადა ამდენად მასშტაბური და კომპლექსური საერთაშორისო გამოფენისთვის სათანადოდ მომზადება.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, გადაიდო რიგით 59-ე არტ ბიენალეც, რომლის გახსნის თარიღადაც 2022 წლის 23 აპრილია ჩანიშნული.