ბერლინის ხელახლა გახსნილ კლუბებში ცეკვა აკრძალული იქნება

კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ ქალაქ ბერლინის ზოგიერთი კლუბი მუშაობას აახლებს, თუმცაღა იმ აკრძალვით, რომ ცეკვა დაუშვებელი იქნება.

Photography Vimarius, via commons.wikimedia.org

რამდენადაც Mixmag იტყობინება, ბერლინის იმგვარი კლუბები, როგორებიცაა Sisyphos, Birgit & Bier, და Rummels Bay მომხმარებლებს ღია სივრცეში გაუმასპინძლდებიან საკვებითა და სასმელებით. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ ბარებში მუსიკა, ჩვეულებისამებრ, დაუკრავს, ცეკვა აკრძალული იქნება.

ამას გარდა, კლუბები სხვა უსაფრთხოების ზომებსაც დაიცავენ – მომხმარებლები და კლუბების თანამშრომლები ვალდებული იქნებიან, რომ სახის ნიღბები ატარონ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბერლინის არაერთმა კლუბმა იზარალა. მიუხედავად ამისა, ბერლინის ზოგიერთი კლუბმა, მათ შორის – Yaam-მა, რომელიც ერთ-ერთ დიდ სივრცეს ფლობს ბერლინის სხვა კლუბებთან შედარებით, ამჯობინა, რომ არ გაიხსნას. მისი წარმომადგენლის თანახმად, ამ პირობებში კლუბის გახსნა ეკონომიკურად არამომგებიანია.