ბეტმენის სცენარისტი ორუელის რომანით შთაგონებულ ფილმზე მუშაობს

Paramount-მა მუშაობა დაიწყო ახალ ფენტეზზე სახელად 2084, რომლის სცენარისტიც მეტსონ ტომლინია. ტომლინმა იმუშავა ახალი Batman-ის სცენარზე მეტ რივზთან ერთად, გარდა ამისა 29 წლის სცენარისტი რამდენიმე პროექტზე მუშაობს, მათ შორის Fear Agent და Memetic. ფილმის პროდიუსერი იქნება ლორენცო დი ბონავენტურა, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა “კონსტანტინი”, “სოლტი”, “ტრანსფორმერები” და ა.შ.

Image Credits to Denis Hamel Côté/CBS

2084-ის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც პროექტის წარმომადგენლები ამბობენ, ფილმი ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანის „1984“-ის „სულიერი დაა.“ გადაღების სტილისტიკის მხრივ ახალი ფილმი „მატრიცისა“ და „დასაწყისის“ ერთვარი ნაზავი იქნება. ამჟამად ფილმს არ ჰყავს რეჟისორი და არ არჩეულა მსახიობები, თუმცა კინომატოგრაფები და მსახიობები ფილმის მიმართ დიდ ინტერესს გამოთქვამენ.