დუეინ ჯონსონი და ემილი ბლანტი ახალ ფილმში სუპერგმირების როლს მოირგებენ

დუეინ ჯონსონს და ემილი ბლანტს კიდევ ერთ ფილმში ვიხილავთ ერთად. ფილმის სიუჟეტი სკოტ ლობდელის კომიქსებიზეა დაფუძნებული. Ball and Chain გვიყვება ცოლ-ქმარზე, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ უგებენ და დაშორება სურთ. ერთ დღეს, მთავარი გმირები უცნაური მეტეორის გამო სუპერძალებს მიიღებენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ძალის გამოყენება გმირებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ერთად არიან, ამის გაკეთება კი მათ არ სურთ. ფილმის სცენარზე იმუშავებს ემილი ვ. გორდონი, რომელმაც ფილმისთვის The Big Sick ოსკარი მიიღო. ხოლო რეჟისორი ჯერ არჩეული არ არის.

დუეინ ჯონსონსა და ემილი ბლანტს ერთად უკვე უმუშავიათ ფილმზე სახელწოდებით Jungle Cruise, რომლის რელიზის თარიღმა 2021 წელს გადაიწია. ფილმში დუეინ ჯონსონი გემის კაპიტნის – ფრენკის როლს ასრულებს. ფრენკს ემილი ბლანტის გმირი და მისი ძმა სამკურნალო უნარის მქონე ჯადოსნური ხის მოსაძებნად მიჰყავს.