იაპონიაში საქორწილო ფოტოსესიას ხალებიანი ირმებიც შეუერთდნენ

今日の前撮り、撮影場所を占拠されてます。#おうちで奈良旅

Posted by Kazuki Ikeda on Wednesday, April 8, 2020

იაპონელი ფოტოგრაფი კაზუკი იკედა ავრცელებს კადრებს ქორწილის ფოტოსესიიდან, რომელიც ნარას პარკში აპრილში გადაიღო. ფოტოსესიას შეუერთდნენ ხალებიანი ირმებიც, რომლებიც ნარას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ნარას პარკს ტურისტები ხშირად სტუმრობენ და ირმებს სპეციალურ კრეკერებსაც აჭმევენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო მნახველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ირმებმა საკვების მოსაპოვებლად პარკის ტერიტორიის დატოვება და ქუჩაში სიარული დაიწყეს.

ფოტოგრაფმა ფოტოსესიის ვიდეოები სოციალურ ქსელებში გაავრცელა და ხალხს მოუწოდა, რომ ნარას პარკს ესტუმრონ და თავადაც იხილონ ეს ულამაზესი ცხოველები და საკურას ყვავილობა.