კაია გერბერმა სუნამოს რეკლამა თვითიზოლაციაში გადაიღო

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სუპერმოდელმა კაია გერბერმა ხელი მოიტეხა და კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში ყოფნა თაბაშირში გახვეული ხელით უწევს. თუმცა, ეს არ აჩერებს სუპერმოდელს თვითიზოლაციაშიც იპოვოს საქმე და სუნამოს რეკლამა სახლში გადაიღოს.

საქმისადმი მაქსიმალისტური მიდგომის გარდა, უნდა აღინიშნოს კაიას თვითირონიაც. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კაია გერბერი რეკლამის სტანდარტული პოზებისა და კადრების გადაღებას იუმორით უდგება და ცდილობს ყველაფერი თაბაშირში ჩასმული ხელით გაიმეოროს.