ამერიკელი კალათბურთელი, „ლეიკერსის“ მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი კომპანია Netflix-ის ახალი ფილმის პროდიუსერი იქნება, სადაც მთავარ როლს ადამ სენდლერი შეასრულებს. ფილმის რეჟისორი ჯერემაია საგარი იქნება.

ფილმი „Hustle“ გვიყვება სამსახურიდან გათავისუფლებულ კალათბურთის სკაუტზე, რომელიც საზღვარგარეთ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოაჩენს და გეგმავს დაეხმაროს მას NBA-ს ახალი მოთამაშე გახდეს.
Netflix-ის სხვა პროექტების მსგავსად, უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღებები. პანდემიის გამო კომპანიის თითქმის ყველა პროექტი გადაიდო, დახურულია გადაღებების ლოკაციები და სტუდიები. „Hustle“-ზე მუშაობის გადავადებას იწვევს გაუქმებული რეისებიც.