მეთ გალა 2020 ოფიციალურად გაუქმდა

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტუმების ინტიტუტის თანახმად, მეთ გალა 2020 ოფიციალურად გაუქმდა.

Photo Credits to Karsten Moran/The New York Times

ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო კოსტიუმების ინსტიტუტმა, თავდაპირველად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეთ გალა „განუსაზღვრელი“ ვადით გადაიდებოდა. თუმცაღა, ნიუ-იორკში, სადაც, ტრადიციულად იმართება მეთ გალა, კორონავირუსის შემთხვევათა სწრაფი მატებისა და „გლობალურად არსებული ჯანმრთელობის კრიზისის“ გამო, ხელმძღვანელობა მეთ გალა 2020-ის გაუქმებაზე შეჯერდა.

2020 წლის მეთ გალას თემა „მოდა და დრო“ უნდა ყოფილიყო. 2021 წლისთვის მეთ გალას თემა იგივე დარჩება თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია.