გამოცემა Variety-ის ცნობით, ამერიკის კინოაკადემია აქტიურად განიხილავს ოსკარი 2021-ის გადადებას.
ამ დროის ინფორმაციით ოსკარების შემდეგი ცერემონია 2021 წლის 28 თებერვალსაა დაგეგმილი.
ოსკარების დაჯილდოების 93-ე ცერემონიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა აკადემიის თავჯდომარემ, დევიდ რუბინმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო წინასწარ არაფრის თქმა არ შეუძლიათ.