ტომ ჰენქსის „Greyhound“ კინოთეატრის მაგივრად Apple TV Plus-ზე გამოვა

Apple TV Plus-მა Sony Pictures-სგან ფილმი „Greyhound“ იყიდა და ის კინოთეატრების მაგივრად სწორედ Apple TV Plus-ზე გამოვა.

„Greyhound“-ის გამოშვების თარიღი უცნობია. ფილმის პრემიერა Sony-ს 12 ივნისისთვის ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გამო სიტუაცია შეიცვალა. ფილმის თრეილერი მარტში გავრცელდა.

Image Credits to Sony Pictures

„Greyhound“-ში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ტომ ჰენქსი თამაშობს, კაპიტანი ერნესტ კრაუსია, რომელმაც პირველად უნდა გადაცუროს ატლანტის ოკეანე, ამიტომ მისი ეკიპაჟი დაბნეულია. ამის მიუხედავად, კაპიტანი ახერხებს ნაცისტური წყალქვეშა გემის ჩაძირვას და ხალხს რწმენა უბრუნდება.

ფილმი „Greyhound“ სესილ სკოტ ფორესტერის რომანის „The Good Shepherd”-ის მიხედვით არის გადაღებული. მისი რეჟისორი აარონ შნეიდერია, ხოლო სცენარის ავტორი თავად ტომ ჰენქსი.