შავი პანტერას მეორე ნაწილის გადაღება 2021 წელს დაიწყება

Black Panther 2-ზე მუშაობა 2021 წელს დაიწყება, ხოლო ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2022 წელია. Marvel Studios-ს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა პროექტმა Black Panther სტუდიას 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით Black Panther სუპერგმირზე გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. გარდა ამისა, ეს პირველი ფილმია სუპერგმირზე, რომელიც “ოსკარის” დაჯილდოვებაზე წარადგინეს ნომინაციაში “საუკეთესო სურათი” და “Marvel Studios”-ს პირველი ფილმია, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა ნომინაციებში „საუკეთესო კოსტუმების დიზაინი“, „საუკეთესო მუსიკა“ და „საუკეთესო მხატვრული გაფორმება“.

Black Panther-ის პირველი ნაწილი 2018 წელს გამოვიდა. ფილმი დაფუძნებულია Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე, რომელიც მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს. Black Panther Marvel-ის კინოსამყაროს რიგით მე-19 ფილმია. ფილმის რეჟისორია რაიან კუგლერი, რომელმაც ჯო რობერტ კოულთან ერთად სცენარზეც იმუშავა.