სერიალ Game of Thrones-ის ორი ცნობილი სახე — ჯეისონ მომოა და პიტერ დინკლიჯი შესაძლოა, ახალ ფილმში ერთად ვიხილოთ.
Variety-ის ცნობით, სამეფო კარის თამაშების მსახიობებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მათ ფილმში Good Bad & Undead მიიღონ მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ პიტერ დინკლიჯი HBO-ს სერიალში Game of Thrones ტირიონ ლანისტერის როლს ასრულებდა, ხოლო ჯეისონ მომოა ხალ დროგოს განასახიერებდა.