„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით ოთხ ქალაქში ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება

2014 წლიდან აფხაზეთობა ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებენ მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე 4 დღის განმავლობაში ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. ვიდეორგოლში გადმოცემულია თითოეული ადამიანის გულში დაგროვილი, მონატრება, სიყვარული და ფიქრები აფხაზეთზე. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე. თბილისში, მხატვარი მუსია ქებურია“ მოხატავს კედელს, სადაც გამოსახული იქნება ბავშვი, რომელიც ამოუცნობ აფხაზეთს უყურებს, რომელზეც მხოლოდ ზღაპრული ისტორიები გაუგია და რაღაც ჯადოსნურ ადგილად წარმოუდგენია თავის ფიქრებში.