ქალმა ლატარიაში პაბლო პიკასოს $1.6 მილიონიანი ნახატი მოიგო

58 წლის იტალიელმა ქალმა, კლაუდია ბორონიომ, ლატარიაში პაბლო პიკასოს $1.6 მილიონიანი ნახატი მოიგო.

როგორც გამარჯვებული ამბობს, ამ დრომდე მას ცხოვრებაში არასდროს არაფერი მოუგია.

ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი პაბლო პიკასომ 1912 წელს დახატა. ნახატი მონაკოში მცხოვრებ მილიარდერ კოლექციონერს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბილეთები მსოფლიოს 100 ქვეყანაში გაყიდა. ამ გზით ორგანიზაციამ 8.5 მილიონი დოლარი შეაგროვა. ახლა მათ ნახატის ღირებულება 1.5 მილიონი დოლარი მფლობელ კოლექციონერს უნდა გადაურიცხონ.