ილონ მასკმა და გრაიმსმა შვილს სახელი (ოდნავ) შეუცვალეს. თუ აქამდე ახალშობილს X Æ A-12 მასკი ერქვა, ახლა მისი სახელია “X Æ A-Xii”.
“კალიფორნიის კანონების გამო ბავშვისთვის სახელის შეცვლა მოგიწიათ? ახლა რა ჰქვია?” — ჰკითხა ერთ-ერთმა მომხმარებელმა გრაიმსს. მისი თქმით კი ბავშვს ახლა X Æ A-Xii ჰქვია. მიზეზი კი არ დაუსახელებია.
X Æ A-Xii წყვილის პირველი საერთო შვილია.