2020 წლის ზაფხულში ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის, საორკესტრო ტური იყო დაგეგმილი. ტურის ფარგლებში ევროპის ქალაქებში (ჰელსინკი, მოსკოვი, ბერლინი, პარიზი) გამართულ კონცერტებზე ბიორკს თავისი ძველი ნამუშევრების ორკესტრისთვის არანჟირებული ვერსიები უნდა შეესრულებინა.
თუმცა რამდენიმე დღის წინ თავის ინსტაგრამ გვერდზე მუსიკოსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ტური ერთი წლით გადაიდება.
„ძვირფასო კონცერტების მოყვარულებო, მე აქ ვარ, ისლანდიაში, ვირუსებისგან დაცული. თუმცა ვერ შევძლებ ზაფხულში თქვენთან ვიმოგზაურო“- წერს ბიორკი.
შეგახსენებთ რომ 2017 წელს ბიორკი საქართველოსაც ესტუმრა. მომღერალმა ორი კონცერტი გამართა და როგორც თავისი უბადლო მუსიკალური ნიჭის, ისე საოცარი ენერგეტიკის წყალობით არტისტმა ქართველი მსმენელის გულის დაპყრობა შეძლო.