ტომ იორკმა, როგორც მრავალმა სხვა მუსიკოსმა, წლევანდელი ტურნე კორონავირუსის გამო გადადო და ახლახან მისი ჩატარების ახალი თარიღები გაავრცელა.
რედიოჰედის მომღერლის სოლო ტურნე „Tomorrow’s Modern Boxes“ წელს, სექტემბრის ბოლოს დაიწყება ა.შ.შ.-ში და ევროპასა და ბრიტანეთში 2021 წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ იორკმა ახლახან გაავრცელა პირველი ერთსაათიანი მიქსი სონოს რადიოზე, რომელშიც ჯეიმს ბლეიკის და Little Simz-ის მუსიკებიც შედის. სეტის ნახვა 27 მაისამდე იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება თავად ჯგუფ რედიოჰედს, ისინი 2020 წელს ახალი მუსიკის გამოშვებას არ გეგმავენ.