Pixar-ის ახალ ანიმაციაში პირველი გეი მთავარი პერსონაჟი გამოჩნდა

რამდენიმე დღის წინ „Disney+“-ის სტრიმინგ სერვისზე Pixar-ის ახალი ანიმაციის „Out“ პრემიერა შედგა. მოკლე ანიმაცია სტუდიის ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალი მთავარი პერსონაჟის გარშემო ვითარდება.

„Out“ მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე – გრეგზე, რომელსაც ერთ შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს: ჰყავს საყვარელი ადამიანი, მზრუნველი ოჯახი და ერთგული ძაღლი. თუმცა გრეგს საიდუმლო აქვს: გრეგის მშობლებმა არ იციან მისი ორიენტაციის შესახებ, და როდესაც გრეგი თავის შეყვარებულთან, მანუელთან ერთად, ცალკე საცხოვრებლად გადასასვლელად ემზადება, მოულოდნელად მას მშობლები სტუმრობენ.

ფილმის განმავლობაში გრეგი სწავლობს თუ რამდენად მნიშნელოვანია საკუთარ თავთან იყო მართალი და ხვდება, რომ მას რეალურად დასამალი არაფერი აქვს.

დისნეის შვილობილი კომპანია- Pixar მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური სტუდიაა. ამიტომ გეი მთავარი პერსონაჟი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც LGBT უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა.

წარსულში Disney ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ ფილმებში LGBT პერსონაჟების სიმცირის გამო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2017 წელს შოუ „Andi Mack“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი გმირი გეია, Disney-ის ფილმებში სულ უფრო ხშირად შევხვდებით ჰომოსექსუალ პერსონაჟებს.