Amazon გეგმავს, რომ შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის მილენიუმის ტრილოგიით ცნობილი წიგნების სერიის მიხედვით ახალი სერიალი გადაიღოს.
ტრილოგია სამ წიგნს აერთიანებს: “გოგონა დრაკონის ტატუთი”, “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” და “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია”.
როგორც ცნობილი ხდება, შოუს შემქმნელები დამოუკიდებელ სერიალს გადაიღებენ მთავარი პერსონაჟის, ლიზბეთ სალანდერის შესახებ, შესაბამისად, ახალი სერიალი წიგნის პირდაპირი ეკრანიზაცია არ იქნება.